Global Side Menu Width Placeholder

სერვისები

მართვის სისტემის მხარდაჭერა

უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა საერთაშორისო შრომის სტანდარტების დაცვით არის ყველა კომპანიის მიზანი. Salus Factum მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას, რაც გულისხმობს უსაფრთხოების მართვის სისტემის გაძლიერებას, რისკების შემცირებას, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების თავიდან აცილებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

ასევე, OHSAS 18001, OSHA, SMS, ISM და ISO 45000 სტანდარტებს.

აუდიტი და შეფასება

Salus Factum-ის მრავალწლიანი გამოცდილების გუნდი კომპანიებს სთავაზობს მიუკერძოებელ, მესამე მხარის აუდიტორულ მომსახურებას. ასევე, ჩვენი სერვისები მოიცავს პარტნიორ კომპანიებში კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვას.

საწარმოო ჰიგიენა

Salus Factum-ის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი საწარმოო ჰიგიენის სფეროში მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ და მაღალპროფესიულ სერვისს. ეს მოიცავს სამუშაო გარემოს ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებზე შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომლების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე.

რისკების მართვა

რისკების მართვა გულისხმობს ორგანიზაციის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებას და მართვას, რათა შემცირდეს უარყოფითი შედეგების ალბათობა და გავლენა. ეს პროცესი მოიცავს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების ანალიზს, რომ უზრუნველყოს ორგანიზაციის სტაბილურობა და წარმატება.

საგანგებო სიტუაციების რეაგირება

Salus Factum-ს აქვს გამოცდილება საგანგებო სიტუაციების მართვაში, რაც მოიცავს სწრაფ რეაგირებას, ზიანის შეფასებას, გარემოს დაცვის ღონისძიებებს და ეფექტურ კომუნიკაციას შესაბამის ორგანოებთან და საზოგადოებასთან. ჩვენი მიზანია, რომ თქვენი ორგანიზაცია იყოს მზად ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო ზარალი და უზრუნველყოთ უსაფრთხოება.

მშენებლობა

სამშენებლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი პროექტისთვის უმთავრესი ამოცანაა. ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მშენებლობის ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების დანერგვით.

Salus Factum მომხმარებლებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს, აუდიტს და კონსულტაციას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ. ამის გარდა ISO 45001 სტანდარტის შესაბამისობას.

ბიზნეს და სამოქალაქო სექტორი

სხვადასხვა ბიზნეს სექტორის, მაგალითად ნავთობისა და გაზის, სამშენებლო, საოფისე, ავიაციისა და საზღვაო სექტორებში ჩართული ადამიანები ხშირად დგანან საფრთხის შემცველი რისკების წინაშე, როგორიცაა სიმაღლიდან გადმოვარდნა, მაღალი ძაბვა და ელექტროობა, დაუცველი მანქანა-მექანიზმები, აალებადი გაზი და წვადი ნივთიერებები, ასევე მძიმე ტექნიკასთან შეჯახება, მუშაობისთვის შეუფერებელი გარემო

Salus Factum-ის გუნდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ინსტრუმენტები და მიდგომები მიზნად ისახავს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ზომების დანერგვას, რათა მოხდეს ეფექტურად რისკების მართვა და შემცირება. ყოველივე ეს უზრუნველყოფს პერსონალისა და აღჭურვილობის უსაფრთხოებას.

ISO ხარისხის და გარემოს მართვის კონსულტაცია

Salus Factum-ის ერთ-ერთ მნიშნელოვან სერვისს წარმოადგენს, ISO-ს სერტიფიცირება და კონსულტაციები, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს გაზარდონ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და ბაზარზე შეინარჩუნონ მაღალი მოთხოვნა.