უსაფრთხოების პოლიტიკა

უსაფრთხოების პოლიტიკა

„Salus Factum“- ის უსაფრთხოების პოლიტიკა პირდაპირ ასახავს ორგანიზაციის სერიოზულ მიდგომას სამუშაო ადგილზე და საქმიანობის შესრულებისას უსაფრთხოების დაცვისადმი და დადებით უსაფრთხოების კულტურას. წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა გამოიყენება ორგანიზაციის თითოეული წევრისა და საქმიანობისადმი.

ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ ვიყოთ საუკეთესოები, ვესწრაფვით უწყვეტ განვითარებას და ჩვენი ხანგრძლივი გამოცდილებით დადასტურებული პროფესიონალიზმის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რის მიღწევასაც ნოვაციური და სრულიად ახლებური გადაწყვეტებით ვცდილობთ, ყოველთვის ვცდილობთ ყველა ჩვენი საქმიანობა უნაკლოდ და უმაღლესი ხარისხით წარვმართოთ და ვმართოთ.

ჩვენი მიზანია, ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის კმაყოფილნი იყვნენ მათთვის შეთავაზებული უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, უსაფრთხოების დონით, ეკოლოგიური მიდგომებით, რომლებიც ჩვენი საქმიანობის მართვაში აისახება, რაც, ამასთანავე, პასუხობს როგორც მათ მოთხოვნებსა და მოლოდინს, ასევე საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოცემული დარგისთვის არსებულ სტანდარტებსა და მათ ერთგულებას, ნულოვანი უბედური შემთხვევის, ნულოვანი დანაკარგისა და გარეოსადმი ნულოვანი ზიანის უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

 „Salus Factum“-ს აქვს აღებული შემდგი ვალდებულებები:

ხარისხი

  • უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების მართვის უმაღლესი დონის მომსახურების გაწევა.
  • მომხმარებლის მოთხოვნების სრულად და ზედმიწევნით დაკმაყოფილება.
  • რესურსების შექმნა და დახვეწა-გაუმჯობესება.
  • მოცემულ დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შექმნა და დანერგვა-გატარება.

ჯანმრთელობის დაცვა და შრომითი უსაფრთხოება

  • უზრუნველყოს ყველა თანამშრომლისთვის ჯანმრთელობისთვის არამავნე და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
  • უბედური შემთხვევის გარეშე ოპერირების მიღწევისადმი სწრაფვა.
  • სიცოცხლის დანაკარგის პრევენცია და ქონების დაზიანების თავიდან აცილება.
  • ყოველ თანამშრომელს მოეთხოვება უსაფრთხოებისადმი როგორც პროაქტიული, ასევე პრევენციული მიდგომის გამოყენება. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა მიიღოს ზომები საფრთხეების დაუყოვნებლივ შესამცირებლად ასეთი საჭიროების დროს და საფრთხისა თუ ინციდენტის შესახებ გააკეთოს ანგარიში-მოხსენება კომპანიის ანგარიშგების შესაბამისი პროცედურების გამოყენებით.
  • ყველა საქმიანობასთან, პერსონალთან და გარემოსთან დაკავშირებული ყველა რისკის შეფასება და სათანადო დაცვის ზომების ჩამოყალიბება.
  • თანამშრომელთა უსაფრთხოების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და უსაფრთხოების კულტურის უწყვეტი რეჟიმით წინ წამოწევა-აგიტირება.

გარემოს დაცვა

  • ყველა შესაბამისი გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელ მართვის ინსტრუმენტთა მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
  • ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება და დაცვა.
  • ყველა თანამშრომლისაგან გარემოსა და ენერგიის დაზოგვისა და გაფრთხილებისა და მათგან აღნიშნულისადმი პასუხისმგებლობითი მიდგომის წახალისება.

თავისუფალი შეტყობინება

  • ყველა თანამშრომლისაგან თავისუფალი და ანონიმური შეტყობინების წახალისება და უზრუნველყოფა ნებისმიერ შემაშფოთებელ საკითხთან თუ წესებისა და რეგულაციების ან ორგანიზაციის ამა თუ იმ პოლიტიკის დარღვევასთან დაკავშირებით.
  • ნებისმიერ შემაშფოთებელ საკითხთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინების მოკვლევისა და შემდგომი თვალყურის დევნების უზრუნველყოფა.
  • იმის გარანტირებულად უზრუნველყოფა, რომ არანაირი დისციპლინარული ზომა არ იქნება გატარებული თანამშრომლის მიმართ, რომელიც იმოქმედებს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაზიანების თავიდან აცილება, გააკეთებს შეტყობინებას ამა თუ იმ უბედური შემთხვევის, ინციდენტისა თუ საფრთხის არსებობის თაობაზე. ისეთი ელემენტები, როგორებიცაა არალეგალური საქმიანობა, დაუდევრობა, განზრახ არასწორი ქმედების ჩადენა ან არასათანადო მზრუნველობისა და ყურადღების გამოჩენა, უნდა ჩაითვალოს მიუღებელ ქცევად და წინამდებარე პოლიტიკის დარღვევად.