Salus Factum-ის ფილოსოფია მარტივია – “დავეხმაროთ ბიზნესებს რისკების მართვაში დღეს, რომ განვითარდნენ კიდევ უფრო სწრაფად ხვალ”.
ჩვენ გვჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია ხარისხიანი მომსახურებით, მაღალი პასუხისმგებლობით, ნდობით, პატიოსნებით, მთლიანობითა და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომხმარებელების და ღირებულებების პატივისცემით.
ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებლებს შევუქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო, მივაწოდოთ ინფორმაცია რა არის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა და გავუზიაროთ ცოდნა იმის შესახებ, რამდენად გადამწყვეტი როლი აქვს შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციის დანერგვასა და ტრენინგებს კომპანიაში.
ჩვენ გთავაზობთ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ინსპექტირებას, უბედური შემთხვევების გამოძიებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. Salus Factum უსაფრთხოების სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო და საინჟინრო დარგებში მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.
შრომის უსაფრთხოება საქართველოში სწრაფად ვითარდება ამიტომ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ:
- ორგანიზაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემების სრულ მხარდაჭერას:
- უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას:
- ტრეინინგებს:
- ინსპექტირებას:
- შემთხვევის გამოძიებას:
- კრიზისების მართვის მხარდაჭერასა და წარმომადგენლობას.
Salus Factum-ში გვეამაყება, რომ შეგვიძლია ეფექტურ და კლიენტებზე მორგებულ ფასად დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ პრობლემის ეფექტურად გადაჭრის ხერხები უსაფრთხოების სფეროში.