უსაფრთხოების პოლიტიკა

უსაფრთხოების პოლიტიკა

„Salus Factum“-ის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს უსაფრთხო სამუშაო გარემო და გაუწიოს საერთაშორისო შრომის სტანდარტებზე მორგებული მომსახურეობა. 

ჩვენ გვსურს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება, რომელიც შეესაბამება შრომის უსაფრთხოების ნორმებს.

„Salus Factum“-ის ვალდებულებებს წარმოადგენს:

ხარისხი:

  • ჯანმრთელობის დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების მართვის მიმართულებით მომსახურების მაღალ დონეს;
  • მომხმარებლის მოთხოვნების სრულად და ზედმიწევნით დაკმაყოფილებას;
  • რესურსების შექმნასა და გაუმჯობესებას;
  • კონკრეტულ დარგებში არსებული საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას.

ჯანმრთელობის დაცვა და შრომითი უსაფრთხოება:

  • უზრუნველყოს ყველა თანამშრომლისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
  • უბედური შემთხვევების მართვა; 
  • ქონების დაზიანების თავიდან აცილება;
  • რისკების შეფასება და შემცირება;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დონის ამაღლება.

გარემოს დაცვა

  • ყველა შესაბამისი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და მარეგულირებელ მართვის ინსტრუმენტთა მოთხოვნის დაკმაყოფილება;
  • ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება;

ანონიმური შეტყობინება:

  • ყველა თანამშრომლისაგან ანონიმური შეტყობინების წახალისებას და უზრუნველყოფას ორგანიზაციის ამა თუ იმ პოლიტიკის დარღვევასთან დაკავშირებით;
  • შემოსული შეტყობინების გამოძიება;